გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა ბექაური: იმედია ვთანხმდებით, რომ აგრესია, სიძულვილი, ყალბი ინფორმაცია, დეზინფორმაცია, არის პრობლემა და აზიანებს როგორც ქვეყანას ისე საზოგადოებას

28-12-2021

„თვითრეგულირება ვერ მუშაობს ეფექტიანად, ქარტია მუშაობს, მაგრამ არ არის შედეგი, რადგან სიძულვილის და ყალბი ინფორმაციის დოზა იზრდება მედიაში და ეს ნიშნავს, რომ ეს ორგანიზაციები არაეფექტიანია, ჩვენ ამას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვისაუბროთ რა ზიანს იღებს ყალბი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოება, თვითრეგულირება როგორც არ უნდა გავაძლიეროთ ამას არ ექნება შედეგი, რადგან არცერთ ქვეყანაში მხოლოდ თვითრეგულირებამ შედეგი არ გამოიღო“,- განაცხადა პარლამენტში კახა ბექაურმა ყალბი ინფორმაციის საფრთხეებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად.


„დღეს ჩვენი მედია გარემო პოლარიზებული, რადიკალური და სიძულვილის ენით გაჯერებულია. მედიაშია, ხშირად, ყალბი ინფორმაცია ჭარბობს ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას. იმედი გვაქვს ყველა ვთანხმდებით, რომ აგრესია, სიძულვილი, უხამსობა, ყალბი ინფორმაცია, დეზინფორმაცია, პოლიტიკური მიკერძოება არის პრობლემა და აზიანებს როგორც ქვეყანას ისე საზოგადოებას. თუ ვთანხმდებით, რომ ეს პრობლემაა, როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს გამოწვევა ამაზეც ერთად უნდა შევთანხმდეთ. შეიძლება თუ არა ყალბი ინფორმაციის მავნე ზეგავლენას მხოლოდ თვითრეგულირებით ვუშველოთ, ჩემი აზრით და დასვლეთის პრაქტიკით არა, ვინაიდან მაუწყებლის თვითრეგულირების ორი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არსად არ საჩივრდება, არც სასამართლოში და არც კომისიაში“,- ამბობს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.


მისივე თქმით, მსგავსი მიდგომა, რომ მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება არსად არ საჩივრდებოდეს, მხოლოდ საქართველოში მოქმედებს და ევროპის არცერთ ქვეყანაში ეს ასე არ არის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930