გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: ყველა გამოწვევასთან გამკლავებაში ქართველი ხალხის და ხელისუფლების მოკავშირეები იყვნენ ჩვენი ექიმები, პოლიციელები, ჯარისკაცები, პედაგოგები; დიდი მადლობა ყველას

29-12-2021

,,ეს წელი, დამოუკიდებლობის შემდეგ, იყო ერთ-ერთი ურთულესი ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოება ერთდროულად იდგა ოკუპაციის, პანდემიის, ეკონომიკური გამოწვევებისა და თავსმოხვეული პოლარიზაციის წინაშე.’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავჯდომარედ წარდგენის დროს. ,,ეს წელი, დამოუკიდებლობის შემდეგ, იყო ერთ-ერთი ურთულესი ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოება ერთდროულად იდგა ოკუპაციის, პანდემიის, ეკონომიკური გამოწვევებისა და თავსმოხვეული პოლარიზაციის წინაშე.’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავჯდომარედ წარდგენის დროს. 


როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, მიუხედავად მძიმე პერიოდისა, გუნდის ხელმძღვანელობით, მათ მოახერხეს მშვიდობის შენარჩუნება, პანდემიის რამდენიმე ტალღის გადალახვა, ქვეყნის ეკონომიკა დაუბრუნეს პანდემიამდე მდგომარეობას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სათანადო ჩატარებით შემქნეს, მყარი საფუძველი ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის.


,,მიუხედავად ამ ურთულესი გამოწვევებისა, ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობით- შევინარჩუნეთ მშვიდობა, უკან დახევის გარეშე,- გადავლახეთ პანდემიის რამდენიმე მძიმე ტალღა,- ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნეთ პანდემიამდე მდგომარეობას,- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სათანადო ჩატარებით შევქმენით მყარი საფუძველი ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის.’’ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეობის კანიდატმა შალვა პაპუაშვილმა, ხელისუფლების მოკავშირეობისთვის და ყველა სირთულის გადალახვისთვის მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს, ექიმებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, პედაგოგებს. 


,,ყველა ამ გამოწვევასთან გამკლავებაში ქართველი ხალხის და ხელისუფლების მოკავშირეები იყვნენ ჩვენი ექიმები, ჩვენი პოლიციელები, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პედაგოგები. დიდი მადლობა მათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით ედგა სახელმწიფოს ამ ურთულეს პერიოდში.’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930