გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეს ჯიშკარიანი რომ შშმ პირთა მოძულეა, გავიგეთ, მაგრამ, ამ ახალგაზრდა კაცს არ რცხვენია, ასეთი საბჭოური მენტალობა რომ აქვს? - რატი იონათამიშვილი გიორგი ნიორაძეზე

30-12-2021

„თუ გადარჩება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა თუ არა, რომ მან მთელი ცხოვრება საინვალიდო ეტლში გაატაროს და შესაძლოა თუ არა მისი ქმედუნარიანობა სრულად შეიზღუდოს?“ - ამ კითხვით მიმართა „ტვ პირველის“ გადაცემა „პირველი ხაზის“ წამყვანმა გიორგი ნიორაძემ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელ მარიამ ჯიშკარიანს. აღნიშნულ შეკითხვას დეპუტატი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამბობს, რომ გიორგი ნიორაძეს საბჭოური მენტალობა აქვს.


„ეს ჯიშკარიანი რომ შშმ პირთა მოძულეა, გავიგეთ, მაგრამ ამ ახალგაზრდა კაცს არ რცხვენია, ასეთი საბჭოური მენტალობა რომ აქვს? სამწუხაროა, რომ ამ ტელევიზიაში შშმ პირთა მიმართ რეგულარულად ისმის სიძულვილის ენა, რაც შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ახალისებს დისკრიმინაციას და სტიგმას“, - წერს რატი იონათამიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31