5-01-2022
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე იძულებით გადადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს თავმჯდომარეს იულია ხარაშვილს შეხვდა. შეხვედრა პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში გაიმართა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მერისთვის ორგანიზაციის მიზნებისა და აქტივობების გაცნობა, ინფორმაციის გაცვლა სამომავლო გეგმებზე, თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, საუბარი იყო დევნილი და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მთავარ საჭიროებებსა და გამოწვევებზე.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა მიიღო ინფორმაცია იმ პროგრამების შესახებ, რომელსაც ასოციაცია ახორციელებს შიდა ქართლში და კერძოდ კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში.
ასოციაცია „თანხმობა“ 1995 წლის აპრილიდან მუშაობს საქართველოში. ორგანიზაცია შეიქმნა აფხაზეთიდან დევნილი ქალების მიერ და წლების განმავლობაში მუშაობს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაზე.
კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ასოციაცია უზრუნველჰყოფს ბიზნეს განათლებასა და მცირე გრანტებს ბენეფიციარებისთვის, დევნილ ახალგაზრდებსა და ქალებს ასწავლის სასიცოცხლო უნარ-ჩვევებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაცია „თანხმობა“-ს სატრენინგო მიმართულების ხელმძღვანელი მარინა ფოჩხუა და მერიის თანამშრომელი თინათინ გეჯაძე.
16-11-2024
16-11-2024