გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ექვთიმე თაყაიშვილის იუბილეს მულტიმედიური გვერდი მიძღვნა

5-01-2022

ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 160 წლის იუბილის აღსანიშნავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე მულტიმედიური გვერდი შეიქმნა: https://archive.gov.ge/ge/ekvtime-taqaishvili-1.

 

გამორჩეული საზოგადო მოღვაწის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საქართველოს ეროვნული არქივი მრავალფეროვან მასალას ინახავს. მულტიმედიურ გვერდზე წარმოჩენილია ექვთიმე თაყაიშვილის საქმიანობა და უდიდესი წვლილი საქართველოს საზოგადოებრივ, კულტურულ, სამეცნიერო თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

 

ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი, პედაგოგი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს ეროვნული გმირი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილი 1862 წლის 5 იანვარს ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში დაიბადა.

 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2022    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31