9-01-2022
"ჩვენ ერთადერთი გამოსავალი გვაქვს. თუ მხარს არ დავუჭერთ ბიძინა ივანიშვილს, ამ ქვეყნის საქმე წასულია და წასულია საბოლოოდ" - ეს განცხადება ქართველმა პოეტმა, ჯანსუღ ჩარკვიანმა გაზეთ "ასავალ - დასავალთან" ინტერვიუში 2012 წლის აგვისტოში გააკეთა.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:
"სააკაშვილი უკანდამხევი არ არის, რადგან უკან დახევა ვაჟკაცებს შეუძლიათ, აღიარებას ვაჟკაცებს შეუძლიათ და სააკაშვილი საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისთვის ამას არ გააკეთებს. ის სისხლის დაღვრაზეც წავა და თუ სისხლი დაიღვრება, ჩემი სისხლი დაიღვაროს, ოღონდ ქვეყანაამ გიჟებს არ უნდა დარჩეთ. სიმართლემ და "ქართულმა ოცნებამ" აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს.
"მე ბედნიერად ვრაცხ თავს, რომ ნაციონალების წევრი ვარ" - ეს ადოლფ ჰიტლერის სიტყვებია და დარწმუნებული ვარ, თავიანთ პარტიას სახელს რომ არქმევდნენ, სწორედ ეს სიტყვები ჰქონდათ დევიზად. აკი ქმედებითაც დაამტკიცეს, რომ ერთი-ერთში ჰგვანან ჰიტლერს, გებელსს...
პირდაპირ გეტყვით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება ფაშისტურია" - აცხადებდა ჯანსუღ ჩარკვიანი.
P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS.GE - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით
P.P.S. მასალის გამოყენებისას წყაროს მითითება აუცილებელია!!!