გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რა ექსპერიმენტებს ატარებდა სააკაშვილის ექიმი ნიკა ყიფშიძე ღორებზე; მიშას მარტო კუჭ-ნაწლავის კი არა ტვინის მოქმედებაც იცოდა - გაზეთი "ქრონიკა" 2013 წელს

10-01-2022

ექიმ ნიკოლოზ ყიფშიძის შესახებ, რომელიც პატიმარ მიხეილ სააკაშვილს ციხეში ხშირად სტუმრობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ადევნებს თვალყურს, გაზეთი "კვირის ქრონიკა" 2013 წელს ვრცელ სტრატიას აქვეყნებდა.



საინფორმაციო - შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტებს სტატიიდან:



როგორც გამოცემას რესპონდენტი უყვება, ყიფშიძე ამერიკაში ექსპერიმენტებს ღორებზე ატარებდა.



"ნიკოლოზ ყიფშიძე ჯერ მოსკოვის ბურაკოვსკის კლინიკაში მუშაობდა კარდიოლოგად და იქ მისი მოღვაწეობის შეფასებები უარყოფითია.



მერე წავიდა ამერიკაში და იქ მუშაობდა ღორზე, ვინაიდან ღორი ადამიანის ორგანიზმთან ახლოსაა და ღორის გულზე ატარებდა ექსპერიმენტებს. ვერ ვიტყვი ცუდს, ურიგო მეცნიერი არ იყო. იქიდან ჩამოიყვანა მიშამ, მისი სახლის ექიმი იყო და იცოდა მიშას მარტო კუჭ-ნაწლავის მოქმედება კი არა, არამედ ტვინის მოქმედებაც, ამიტომ მიშა ზედ იყო მაგაზე გადამკვდარი" - წერს გამოცემა.



შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ყიფშიძე იყო აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან".



P.S. მასალის გამოყენების შემთხვევაში წყაროს მითითება აუცილებელია!!!


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930