11-01-2022
წარსული „ბექგრაუნდის“ გარდა თუ შევადარებთ წინა რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს და ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სახელმწიფო პროექტებს და გატარებულ პოლიტიკას, დავინახავთ თუ ვინაა რეალურად რუსეთუმე, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელებულ ცვლილებებს.წარსული „ბექგრაუნდის“ გარდა თუ შევადარებთ წინა რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს და ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სახელმწიფო პროექტებს და გატარებულ პოლიტიკას, დავინახავთ თუ ვინაა რეალურად რუსეთუმე, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელებულ ცვლილებებს.
„განახლება“ როგორც ასეთი - სააკაშვილის სექტის პოლსაბჭოს თავმჯდომარედ „ქარიზმატული“ კობა ნაყოფია აირჩიეს. შეგახსენებთ ფსევდო პროდასავლური „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობის „ბექგრაუნდს“: პატიმარი ლიდერი - КГБ-ს ჯარგამოვლილი მიხეილ სააკაშვილი (ეფრეიტორი). მთავარი იდეოლოგი - ჩეკისტი გენერალი თემურ ალასანია (სააკაშვილის ბიძა).პარტიის ახლადარჩეული ნომინალური ლიდერი კობა ნაყოფია. დამთავრებული აქვს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია. არის რუსეთის ეკონომიკის აკადემიის ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მფლობელი. იყო დსთ-ს ქვეყნების საერთაშორისო ეკონომიკური კომიტეტის მრჩეველი. გამდიდრდა შპს „კვარციტში“ (მადნეული) რუს КГБ-შნიკებთან ერთად. ახლადარჩეული ნომინალური ლიდერის შვილი, ნიკოლოზ ნაყოფია რუსეთის მოქალაქეა და მოსკოვშია ბიზნესების მფლობელი. პარტიის ყოფილმა ნომინალურმა ლიდერმა ნიკანორ მელიამ 90-იანი წლების უშიშროების აკადემია დაამთავრა. მელიამდე, პარტიის ყოფილი ნომინალური ლიდერი გრეგორი ვაშაძე საბჭოთა КГБ-ს ოფიცერია, მისთვის რუსული კულტურა მშობლიურზე მშობლიურია. პარტიის ერთ-ერთი განშტოების ლიდერი ელენე ხოშტარია ჩეკისტების სკოლის, МГИМО-ს კურსდამთავრებულია.
ვრცელი ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს. შედარებისათვის, პრემიერმა ღარიბაშვილმა საფრანგეთში მიიღო განათლება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისევე როგორც პარლამენტის თავმჯდომარეებმა გერმანიაში მიიღეს განათლება. აქაც მსგავსი ვრცელი ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს.
წარსული „ბექგრაუნდის“ გარდა თუ შევადარებთ წინა რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს და ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სახელმწიფო პროექტებს და გატარებულ პოლიტიკას, დავინახავთ თუ ვინაა რეალურად რუსეთუმე“, - წერს აბაშიძე.
16-11-2024
16-11-2024