11-01-2022
ქალაქ კასპში #4 საჯარო სკოლის და მიკრორაიონის დასახლების დამაკავშირებელი გზის მოწყობა-მოასფალტების სამუშაოები დაიწყო.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს „გ.კ.“ ასრულებს. მშენებლები ამჟამად გზის ტრასის აღდგენასა და მიწის ვაკისის მომზადებაზე მუშაობენ. წინა მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი გზის მოასფალტებას დაიწყებენ.გზაზე მოეწყობა საფეხმავლოები და ბორდიურები.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 157 939 ლარია.
აღნიშნული გზა უმოკლესია როგორც #4 საჯარო სკოლასთან, ასევე ცენტრალურ გზასთან. მიუხედავდა იმისა, რომ გზა მოუწყობელი იყო მოსახლეობა და მოსწავლეები, მაინც ამ გზით სარგებლოდნენ და მისი რეაბილიტაციის საკითხს აყენებდნენ. მათი მოთხოვნა გათვალისწინებით, მოვამზადეთ პროექტი, გამოვაცხადეთ სამუშაოების ტენდერი და რეაბილიტაციაც უკვე დავიწყეთ. გზის დასრულების შემდეგ მოსახლეობა კეთილმოწყობილიგზთ შეძლებს გადაადგილებას -აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
16-11-2024
16-11-2024