გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ხელაშვილი: პარადოქსულია რომ „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი ყველაზე დიდ შეურაცხყოფას აყენებს ღარიბ მოსახლეობას

11-01-2022

ძალიან ძნელია შალვა ნათელაშვილზე საუბარი. ეს არის დისკრედიტებული პოლიტიკოსი, რომელსაც ხალხმა უკვე დიდი ხანია განაჩენი გამოუტანა, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.ძალიან ძნელია შალვა ნათელაშვილზე საუბარი. ეს არის დისკრედიტებული პოლიტიკოსი, რომელსაც ხალხმა უკვე დიდი ხანია განაჩენი გამოუტანა, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.


„ზუსტად ოცი წლის წინ ის იმდენად პოპულარული იყო, რომ თბილისის საკრებულოს არჩევნები მოიგო. დღეს კი 1%-ს ვერ აგროვებს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხალხმა ძალიან კარგად იცის ვინა რის შალვა ნათელაშვილი. ასე რომ საკუთარი ხალხის მიმართ ზიზღი ნათელაშვილს უკან ბუმერანგივით უბრუნდება. რაც შეეხება მის განცხადებებს, პარადოქსულია, რომ „ლეიბორისტული“, როგორც თავად ეძახის „შრომის პარტიის“ ლიდერი ყველაზე დიდ შეურაცხყოფას აყენებს ღარიბ მოსახლეობას. ეს არის დიდი პარადოქსი და დიდი უსინდისობა“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.


„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშილმა სოციალური ნიშნით დისკრიმინაციული განცხადებები გააკეთა და ამომრჩეველს პირდაპირი ეთერიდან სიტყვიერ შეურაცხყოფა მიაყენა.ნათელაშვილს სურს, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლება ჩამოერთვათ და მათ არჩევნებში მონაწილეობა ვეღარ მიიღონ.


10 იანვარს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით Facebook-ზე გამოკითხვა ჩაატარა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930