გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააკაშვილმა თავისი მმართველობის 9 წელს "საქართველოს ოქროს ხანა" უწოდა

13-01-2022

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი და "ნაციონალური პარტიის" მმართველობის 9 წელს, "საქართველოს ოქროს ხანა" უწოდა.


ეს განცხადება სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში გააკეთა, სადაც მას ამჟამად საზღვრის უკანონო კვეთის მუხლით ასამართლებენ.


"ჩვენ ვემზადებით გადამწყვეტი კვირისთვის, თვისთვის თუ დღისთვის. ვემზადებით და მეც ამაში თქვენი აქტიური თანამონაწილე ვარ. მინდა, ქედი მოვიხარო ყველა იმ ადამიანის წინაშე ვინც იბრძვის. არათუ ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ, პირიქით, აღვმართოთ ხელები, მშვიდობიანად, მძლავრად, შეტევითად, ეროვნული თანხმობის დროშით, საქართველოს გადასარჩენად. საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი და ძლიერი. საქართველოს ვერ გადაუვლიან და ვერ გააუქმებენ. ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ, ვერ მოგვაკეტინებენ. საქართველოში ხელახლა დადგება ოქროს ხანა, როგორც იყო ის 9 წელი და კიდევ უფრო უკეთესი, იმიტომ, რომ შეცდომები, რომელიც იქნა დაშვებული, აღარ იქნება განმეორებული, მათ შორის ბუნების შეცდომა - ეს სასამართლო" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


სააკაშვილი, რომელიც მართლმსაჯულებას წლების განმავლობაში უცხოეთში ემალებოდა, საქართველოში გასული წლის სექტემბრის ბოლოს ჩამოვიდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის დააკავეს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31