13-01-2022
ხომ ხედავთ, მე თვითონაც არ ვიცნობ ჩემ თანამზრახველებს, რეალურად არც გამიგია ვინ არის გიორგი ნარიმანიძე ცხოვრებაში, წოწორიებიც ვიცი ტელევიზორიდან, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მე მინდა ვუთხრა მათ, ჯერ ერთი დიდი მადლობა, იმისთვის, რომ არიან წესიერი, მშრომელი, ქართველი ადამიანები და ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, რომ ჩემ გამო რამდენიმე თვე, ეს ძალიან წესიერი ხალხი, რომელიც უბრალოდ თავისი შრომით ირჩენს, ყოველდღიურ პურს მოიპოვებს, დააკარგვინეს ეს დრო. მე თავიდანვე მოვუწოდე მათ, რომ ყველაფერს, რასაც ეტყოდნენ დაეწერათ, იმიტომ, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და მე მინდა კიდევ ერთხელ ბოდიში მოვუხადო, რომ ჩემ გამო ადამიანები დაიჩაგრნენ. მე ყველაზე უკანასკნელი რაც მინდოდა, ყოფილიყო ის, მე ჩემ თავზე რასაც ვიღებ ეს მე ვიღებ, რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ რაღაცნაირად დაჩაგრული. ნარიმანიძე გიორგი ასევე, აი ხომ ხედავთ, მე თვითონაც არ ვიცნობ ჩემ თანამზრახველებს, რეალურად არც გამიგია ვინ არის გიორგი ნარიმანიძე ცხოვრებაში, წოწორიებიც ვიცი ტელევიზიიდან,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024