გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

17-01-2022

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გენერალურ პროკურატურასთან ერთად  ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 2022 წლის 17 იანვარს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი ზ.გ. დააკავა.


უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ რეგისტრატორმა ზ.გ.-მ 2012-2021 წლებში დაინტერესებულ  პირებს საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ მიანიჭა უპირატესობა და ყოველგვარი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე საკუთრებაში უკანონოდ დაურეგისტრირა სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ზ.გ.-მ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა ხუთ ეპიზოდში. მას კანონით გათვალისწინებულ ვადაში წარედგინება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031