გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი: აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ნინო ხუნდაძის, ამ „დიდი“, აწ უკვე ჩვენი ყოფილი „პროფესიონალი“ თანამშრომლის ფონდში დაკარგულია 21 ექსპონატი

23-01-2022

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ხელოვნების მუზეუმში ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, დაკარგული ექსპონატების შესახებ მასალები საგამოძიებო უწყებებს გადაეცემა. ამის შესახებ მან საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.


საკითხზე საუბრისას წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა მუზეუმის ყოფილ თანამშრომელზე, ნინო ხუნდაძეზე, რომელიც ფერწერის ფონდს ხელმძღვანელობდა.


„ეს იმდენად დიდი „პროფესიონალია“, რომ მის ფონდში სრულყოფილი ინვენტარიზაცია არასოდეს ჩაუტარებია. მის ფონდში ეს სრულყოფილი ინვენტარიზაცია ჩემივე დავალებით, ჩემ მიერ ნდობაგამოცხადებულმა მუზეუმის ახალმა დირექტორმა, ბატონმა ნიკა ახალბედაშვილმა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ნინო ხუნდაძის, ამ „დიდი“, აწ უკვე ჩვენი ყოფილი „პროფესიონალი“ თანამშრომლის ფონდში დაკარგულია 21 ექსპონატი, მათ შორის გიგო გაბაშვილის, ელენე ახვლედიანის და თოიძის ნახატები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


მისი თქმით, როდესაც ნინო ხუნდაძე ხელოვნების მუზეუმში „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მივიდა, მას ინვენტარიზაცია მაინც უნდა ჩაეტარებინა. მისივე თქმით, ეს ის ნინო ხუნდაძეა, რომლის ფონდთან დაკავშირებით ერთი გამოძიება უკვე მიმდინარეობს.


„მეტიც, ეს ის ნინო ხუნდაძეა, რომლის ხელმძღვანელობისას ბატონი რურუას კაბინეტის მოსართავად ამ ფონდიდან გათხოვებული ჰქონდა და ფონდიდან გატანილი იყო ფერწერული ტილოები. „ქართული ოცნების“ კულტურის სხვადასხვა მინისტრის, მიშა ბატიაშვილის, თუ სხვების დროს ამ ტილოების დაბრუნება დაიწყო და ჩემ დროს დასრულდა. ასევე, ეს ის ნინო ხუნდაძეა, რომელსაც ევალებოდა, გამოეთხოვა თავისი ფონდიდან უვადოდ, თუ ვადიანად და ვადადარღვეულად გატანილი ექსპონატები, მაგრამ ის იჯდა და არაფერს აკეთებდა, როგორც დიდი „პროფესიონალი.


დრო არ გვაქვს, მაგრამ მუზეუმის სხვა ფონდებს რომ შევეხოთ, იქაც არის აღმოჩენილი დაკარგული ექსპონატები, მათ შორის, აღმოსავლეთის ფონდში, არქიტექტურის ქვის ფონდში და სხვაგან, მაგრამ „ნაციონალების“ დროს სწორედ ქალბატონი ნინოს ფონდიდან არის გატანილი ფერწერული ნამუშევრები ჩვენს საელჩოში ამერიკაში, სადაც ისინი დაკარგულად ითვლება და უკვე რამდენიმე წელია, სწორედ ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930