25-01-2022
შიდა ქართლის მხარის გუბენატორმა ვალერიან მჭედლიძემ, მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა სოფელ გრაკალში ახალი საბავშვო ბაღის შენობა გახსნეს.
მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 474 896 ლარია, სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. ბაღი აღჭურვილია საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, გამწვანდა ეზო, საბავშო მოედანზე კი გასართობი საშუალებები მოეწყო.
"სოფლის საბავშვო ბაღი დღემდე ნაქირავებ შენობაში იყო განთავსებული და ბავშვებისთვის საჭირო პირობებს ვერ აკმაყოფილებდა. ახლის მშენებლობა კი მართლაც დროული და მნიშვნელოვანი იყო. სკოლამდელ დაწესებულებებში სათანადო პირობების შექმნა მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტია. საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს სოფელ ზემო ხანდაკშიც. მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კეთილმოწყობის პროცესი გაგრძელდება, რათა ყველა პატარას ქონდეს ლამაზ გარემოში ყოფნის შესაძლებლობა" - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.
საბავშვო ბაღის პედაგოგიურმა კოლექტივმა და აღსაზრდელების მშობლებმა ვალერიან მჭედლიძეს და ვახტანგ მაისურაძეს კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღისთვის მადლობა გადაუხადეს.
16-11-2024
16-11-2024