გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, მაისი 27, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იმერეთის რეგიონის სკოლების მეთორმეტეკლასელებისათვის ღია კარის დღე გაიმართება

26-01-2022

მიმდინარე წლის 27 იანვარს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით კიდევ ერთ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა ამჯერად ჭიათურის, წყალტუბოს, ტყიბულის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ხარაგაულისა და ხონის სკოლების მეთორმეტეკლასელებისათვის შედგება.


აბიტურიენტთა ინფორმირებულობის მიზნით ღია კარის დღეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ტარდება. მათთვის ინფორმაციის მიწოდებას ადგილობრივი რესურსცენტრის დახმარებით სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, დაესწრონ შეხვედრებს და მიიღონ დეტალური ინფორმაცია გამოცდებისათვის რეგისტრაციისა და სხვა მნიშვნელოვანი პროცედურული საკითხების შესახებ.


ცენტრის საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისგან აბიტურიენტები ასევე მიიღებენ მნიშვნელოვან რჩევებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ როგორც გამოცდებისათვის მომზადების პროცესში, ასევე თავად გამოცდებზე.


ონლაინ ღია კარის დღე უკვე შედგა ქუთაისში, ასევე გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში მაცხოვრებელი აბიტურიენტებისათვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031