გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლისგან მოვისმინეთ მხარდაჭერა საქართველოს სურვილის მიმართ, გაწევრიანდეს ნატო-ში

26-01-2022

საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი  პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავს.საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი  პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავს.


დღეს პარლამენტის თავმჯდომარე  ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას  შეხვდა.


დღესვე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. 


შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა რა გეგმები აქვს, საქართველოს პარლამენტს საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებისა და  დემოკრატიული რეფორმების გატარების მიმართულებით.   პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიაზე,  ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ასევე საქართველოს სურვილის მიმართ, გაწევრიანდეს ნატო-ში და კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა.


„საქართველო-ნატოს კომისიაზე,  კიდევ ერთხელ,  ჩვენ ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლისგან მოვისმინეთ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ასევე საქართველოს სურვილის მიმართ, გაწევრიანდეს ნატო-ში და კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა და ის, რომ საქართველო გაწევრიანდება ნატო-ში. მნიშვნელოვანია, რომ მალე გაიმართება ნატოს სამიტი მადრიდში, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად განხილული იქნება ნატო-ს ახალი სტრატეგია  და საქართველოც მონაწილეობს ამ სტრატეგიის შექმნაში. საკუთარი წინადადებების წარმოდგენაც შემოგვთავაზეს.


ვფიქრობ, ამ კუთხით მნიშნელოვანი იქნება ეს სტრატეგია, რათა მასში აისახოს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, ისევე როგორც ასპირანტი ქვეყნებისა და იმ ქვეყნების, რომლებსაც სურთ ნატო-ში გაწევრიანება, პერსპექტივის კიდევ ერთხელ დადასტურების და კონკრეტული გზავნილების კუთხით",-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930