გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ნებართვით გათვალისწინებული პირობების დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციები მკაცრდება

1-02-2022

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილების პროექტით და მისგან გამომდინარე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილების პროექტით გვსურს ადმინისტრაციული სახდელის ვადის გაზრდა შეეხოს  ისეთ ნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა გარემოსდაცვითი ნებართვით გათვალისწინებული პირობების დარღვევა, ასევე გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ფლორის და ფაუნის დაცვის საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნების დარღვევას", -განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით წარდგენისას.
 
 მომხსენებლის  განმარტებით, კანონპროექტი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც გააძლიერებს სამინისტროს კომპეტენციებს აღსრულების ნაწილში.  მინისტრის მოადგილის განცხადებით კერძოდ, ეს ეხება ისეთ საკითხებს, რაც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი მთავარი უწყების, ზედამხედველობის დეპარტამენტის მხრიდან  პრაქტიკაში გამოიკვეთა და რიგი მიმართულებებით  სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების განხორციელების საჭიროება გააჩინა. "მაგალითად, ესაა ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადები, რომლებიც კონკრეტულ მუხლებთან მიმართებით, ნაცვლად კოდექსით გათვალისწინებული ორი თვისა, 6 თვით უნდა განისაზღვროს.  რამდენადაც სამართალდარღვევათა გამოვლენიდან საქმის გარემოებების სრულად გამოკვლევამდე  გაცილებით მეტი დროა საჭირო, რაც  ადმინისტრაციული ღონისძიების გატარებას ართულებს", - განაცხადა მინისტრისმოადგილემ.
 
მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა ყველა იმ შემთხვევაზე, რომელთაც  სანქციების ცვლილებები შეეხება. ესენია რეკულტივაციის საკითხები, ხე-ტყის დამზადების ლიცენზიანტებთან დაკავშირებული საკითხები,  ასევე  დაურეგულირებელი თევზჭერა,  ჰაერის დაბინძურება, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოებისა და რეგულირების საკითხი.


ნინო თანდილაშვილის თქმით,  საკანონმდებლო ცვლილებებით  კანონი სრულ თანხვედრაში იქნება ევროკავშირის შესაბამის სტანდარტებთან.
კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით კომიტეტს  მომზადებული აქვს გარკვეული შენიშვნები რაზეც  მეორე მოსმენამდე გააგრძელებენ მუშაობას. ამ დათქმით კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ საკანონმდებლო ცვლილებებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930