1-02-2022
დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FLYONE Armenia საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყებას გეგმავს. ავიარეისები ერევანი - თბილისი - ერევნის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ FLYONE Armenia-ს ფრენის განაცხადი მოთხოვნილ პერიოდზე (2022 წლის 31 იანვრიდან 26 მარტის ჩათვლით) სრულად დააკმაყოფილა, თუმცა ოპერირების დაწყების ზუსტი თარიღი ავიაკომპანიის მიერ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, FLYONE Armenia-ს ოპერირების ნებართვა 31 იანვარს მიენიჭა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.
16-11-2024
16-11-2024