2-02-2022
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 84 658 კვლევა ტესტით, მათ შორის 59 912 კვლევა ანტიგენის ტესტით და 31 746 PCR ტესტით.ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 26 320 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 226 444.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 31.09%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 23.40% ხოლო 7 დღის მანძილზე - 26.38%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 9 555 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 030 065. •
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 060 პირი ემსხვერპლა. ➢ დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 12 804 შემთხვევა, აჭარა - 2 190, იმერეთი - 3 689, ქვემო ქართლი - 1 581, შიდა ქართლი - 1 466, გურია - 439, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 623, კახეთი - 1 298, მცხეთა-მთიანეთი - 617, სამცხე-ჯავახეთი - 511, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 102.
➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 181 293 საიდანაც:• 5 522 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 268, აჭარაში - 778, იმერეთში - 1 126.• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 062 პირი, მათ შორის, თბილისში - 399, აჭარაში - 139, იმერეთში - 339. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 263 პირი, მათგან თბილისში - 145, აჭარაში - 44, იმერეთში - 23.• 2 041 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 193 - თბილისში, 599 - აჭარაში.• 173 730 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. • საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 1.• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 1 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.
16-11-2024
16-11-2024