2-02-2022
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე - გიორგი ნოდარიშვილმა, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
მერიის პრესსამსახურის ინფომაციით, შეხვედრაზე წარმომადგენლებმა ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული ვითარებისა და სოფლებში ზამთრის სეზონთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება სოფლებამდე და სოფლის შიდა გზების წმენდის მიმდინარეობას დაეთმო. ასევე განხილული იქნა ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე.
გიორგი ნოდარიშვილის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურებისთანავე,, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა ადმინისტრაციული ერთეულის სოფელში გამართავენ შეხვედრებს მოსახლეობასთან, ადგილზე გაეცნობიან სოფლის პრობლემებს და იზრუნებენ მათი დროულად მოგვარებაზე. შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის - გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში.
16-11-2024
16-11-2024