2-02-2022
ააიპ ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. ააიპ ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.
პოეტმა ანა ერისთავმა ისაუბრა ზოგადად წიგნის მნიშვნელობაზე, ასევე წიგნიერი თაობის უმნიშვნელოვანეს როლზე ქვეყნის განვითარების საქმეში. ღონისძიებას ესწრებოდნენ აქტიური ახალგაზრდა მკითხველები, რომლებმაც წაიკითხეს მურმან ლებანიძის, დანიელ ხახიაშვილის და ანა ერისთავის ლექსები. ასევე ისაუბრეს საყვარელ წიგნზე და მათ ავტორებზე.
აღსანიშნავია, რომ „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს.
2022 წელს, თებერვლის თვეში, საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, უკვე მეშვიდედ ტარდება.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის თარიღი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პარტნიორმა ორგანიზაცია "Litworld"-მა გამოაცხადა, რომლის მიზანია, საქართველო შეუერთდეს ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი. საქართველო და მისი ქალაქები მოხსენიებული იყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების გვერდით. ჩაერთოს ბევრი ადამიანი და ვიკითხოთ წიგნი მსოფლიოსთან ერთად.საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ამოცანაა, ხელი შეუწყოს საერთაშორისო კონტაქტების დამყარებას და მსოფლიო ასპარეზზე ქართული კულტურის კიდევ ერთხელ წარმოჩენას.
16-11-2024
16-11-2024