გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქვემო ქართლში 810 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

5-02-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში, არახლოსა და რანჩპარის მაგისტრალური არხების რეაბილიტაციას ახორციელებს. 


სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის (ბალახაური, ხიდისყური და ნახიდური)   810 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება.


პროექტის ღირებულება 2 627 500 ლარია. ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლო 9 წლის განმავლობაში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 60 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი  32,570 ჰექტარით გაიზარდა, ხოლო   სარწყავი წყლის მიწოდება   24,820 ჰექტარზე გაუმჯობესდა.დღეისათვის ქვემო ქართლში 6,5 მლნ ლარის ღირებულების  4 პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ,  წყალუზრუნველყოფილი გახდება დამატებით 2500 ჰექტარი სავარგული, ხოლო წყლის მიწოდება   810 ჰექტარზე გაუმჯობესდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930