2-01-2018
ფაქტები და ლეგენდები:
□ 1701 წელს ჟოზეფ ტურნეფორმა იმოგზაურა საქართველოში, სადაც 10 დღე დაჰყო. მან მცენარეები ძირითადად ქვემო ქართლში შეაგროვა. ამ მასალის მიხედვით, მცენარეთა მრავალი სახეობაა აღწერილი. საინტერესოა საქართველოს საერთო მდგომარეობის ტურნეფორისეული დახასიათება, თბილისის აღწერა, ჩანახატები;
□ საქართველოში ტყეების სიმრავლე ჩანს ვახუშტი ბაგრატიონის შრომიდან „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“. მაგალითად, იგი ზემო იმერეთის შესახებ წერს: „და... არს ქვეყანა ესე ფრიად ტყიანი, რამეთუ იშვიათ არს ველი, თუ არ ადგილ-მცირენი, თვინიერ სახვნელთაგან“. ახლა, ზემო იმერეთში და, საერთოდ, საქართველოში ტყეების ფართობი შემცირდა;
□ ტყეების დაუნდობლად ჩეხვის შედეგად ოდესღაც ტყიანი ადგილები ახლა მთლიანად გაშიშვლებულია. მაგალითად, სამხრეთ საქართველო, უფლისციხის მიდამოები, თბილისი და მისი მიმდებარე ტერიტორია, ტაბაწყურის ტბის სანაპიროები და ა.შ.;
□ საქართველოში, ბორჯომისა და აბასთუმნის მიდამოებში, იზრდება ნაძვი, რომლისგანაც მუსიკალურ საკრავებს ამზადებენ;
□ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ცნობილია ბიჭვინთის (აფხაზეთი) რელიქტური ფიჭვის ტყე;
□ ბაწარას (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში ჩვენს დრომდე შემონახულია თავისი სიდიდითა და პირველყოფილობით უნიკალური, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უთხოვრის ტყე, რომელიც ახლა ნაკრძალადაა (ახმეტის ნაკრძალი) გამოცხადებული;
□ უთხოვარი ძალიან ნელა იზრდება და ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ფანქრის დიამეტრისოდენად შეიძლება მოიმატოს.
□ ბაწარას ნაკრძალში შემორჩენილია უთხოვარი, რომლის ასაკი 1800 წლამდეა, სიმაღლე 30 მეტრი და სიმსხო 1 მეტრი და 60 სანტიმეტრი.
□ ლეგენდის მიხედვით, მისი სახელი თამარ მეფის სახელთანაა დაკავშირებული. როგორც ჩანს, იმ პერიოდის საქართველოში ეს ხე იმდენად ძვირფას მცენარედ ითვლებოდა, რომ მისი მოჭრა-არმოჭრის საკითხს თვით მეფე წყვეტდა და რამდენადაც შეუვალი იყო ამ შემთხვევაში მეფე-ქალის ნება, მას „უთხოვარი“ შეარქვეს;
□ ქალაქ პეტერბურგში ერმიტაჟის ზოგ დარბაზში, იატაკი სწორედ ქართული უთხოვარივითაა გალამაზებული;
NSP.GE ©