გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა გასვლით სამუშაო შეხვედრაზე 2022 წლის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა

7-02-2022

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა  ბორჯომში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა,  სადაც 2022 წლის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს და სტრატეგიული დაგეგმარების საკითხებზე იმსჯელეს. დეპუტატებმა ასევე მიმოიხილეს კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში.პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა  ბორჯომში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა,  სადაც 2022 წლის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს და სტრატეგიული დაგეგმარების საკითხებზე იმსჯელეს. დეპუტატებმა ასევე მიმოიხილეს კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში.
 
კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა  თემატური მომხსენებლების ინსტრუმენტზე ისაუბრა, რომლის ეფექტიანი გამოყენების პრაქტიკაც აქტიურად დაინერგა გასულ წელს, მათ შორის, კომიტეტთან შექმნილი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობის პროცესშიც. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კომიტეტის მიერ ჩატარებულ თემატურ მოკვლევაზე - „COVID 19 პანდემიის გავლენა ზოგად განათლებაზე", „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რომელიც სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესს უზრუნველყოფს. შეხვედრაზე იმსჯელეს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი კოდექსის საჭიროებისთვის ჩატარებულ კვლევაზე და აღნიშნული კოდექსის შემუშავების მიზნით განსახორციელებელ აქტივობებზე.
 
ორდღიანი გასვლითი შეხვედრის განმავლობაში  კომიტეტის წევრებმა  პრიორიტეტული საკანონმდებლო ინიციატივების მიმდინარე წელს განხილვის მიზანშეწონილობაზე და  საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო აქტივობებზე ისაუბრეს, განსაზღვრეს საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და იმსჯელეს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი კოდექსის შემუშავების მიზნით განსახორციელებელ საკითხებზე.
 
შეხვედრაზე კონკრეტულ საკითხებზე  თემატურ მომხსენებლებად და თანამომხსენებლებად განისაზღვრა.
 
კომიტეტის გასვლითი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ის მხარდაჭერით, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ამავე ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორი, ალან გილამი. მან მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს ეფექტური და ინტენსიური ორდღიანი შეხვედრისთვის და დაადასტურა მზაობა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ის მხრიდან  განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930