9-02-2022
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქის ო.რ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, 40 600 აშშ დოლარი გამოავლინეს.
არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 123631,06 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა (არადეკლარირებული თანხის 10 %-ის ოდენობით) 12363,1 ლარი შეეფარდა.
16-11-2024
16-11-2024