გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერობის კანდიდატის ვინაობა დღეს უმრავლესობის სხდომაზე გახდება ცნობილი

14-06-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სწორი იქნება, თუ პრემიერობის კანდიდატი არსებული სამთავრობო ჯგუფიდან დასახელდება და მას ეკონომიკური გამოცდილება ექნება.

ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სწორი იქნება არსებული სამთავრობო გუნდიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება და ასევე, ლოგიკურია ისიც, რომ ეკონომიკური, გამოცდილება ჰქონდეს, კანდიდატს” - განაცხადა კობახიძემ.


პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის გაფართოებულ სხდომაზე იქნება მიღებული.



“ჯერ-ჯერობით არასწორი იქნება განცხადების გაკეთება. ხუთ საათზე შეიკრიბება მმართველი გუნდი, საპარლამენტო უმრავლესობა გაფართოებულ ფორმატში და იქ იქნება მიღებული დღესვე, დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების თაობაზე.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, მე ვფიქრობ, ლოგიკურია ის მსჯელობა, რომ სწორი იქნება არსებული სამთავრობო გუნდიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება და ასევე, ლოგიკურია ისიც, რომ ეკონომიკური, ასე ვთქვათ გამოცდილება ჰქონდეს, განსაკუთრებული გამოცდილება ამ მიმართულებით კანდიდატს. შესაბამისად, ალბათ ესეც იქნება კრიტერიუმები. ყოველშემთხვევაში მე ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებდი. საბოლოო გადაწყვეტილება იქნება დღეს მიღებული ხუთი საათის სხდომაზე, რომელიც გაიმართება გაფართოებულ ფორმატში. ეს იქნება უმრავლესობის გაფართოებული სხდომა. დაესრწებიან ასევე პოლიტსაბჭოს სხვა წევრები. მთავრობის წევრები”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



„ როდესაც დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ის შემოგვთავაზებს მთავრობის ახალ შემადგენლობას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩაერთოს პარლამენტი ამ დისკუსიაში და განხილვაში. პირველ რიგში, დავუტოვოთ ეს კონსტიტუციური უფლება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რომელიც ასახელებს მთავრობის ახალ შემადგენლობას და ამის შემდეგ შეგვეძლება ჩვენ კომენტარების გაკეთება როტაციის თაობაზე, სამთავრობო ცვლილებების თაობაზე”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031