9-02-2022
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ლორდთა პალატის თავმჯდომარეს, ჯონ მაკფოლს შეხვდა.პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ლორდთა პალატის თავმჯდომარეს, ჯონ მაკფოლს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა საპარლამენტო კავშირების განმტკიცების მნიშვნელობას.
შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
შალვა პაპუაშვილმა მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა და ლორდთა პალატის თავმჯდომარეს საქართველოს საპარლამენტო ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები გააცნო.
ჯონ მაკფოლმა დააფიქსირა სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოხატა მზაობა, საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის.
შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.
16-11-2024
16-11-2024