გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: ოპოზიციიდან სენაკის საკრებულოს 16-ვე წევრს არითმეტიკაში ორიანი ჰყავს - მათთვის 16 მეტია 17- ზე

10-02-2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ოპოზიციას გამრავლების ტაბულაში მეცადინეობას ურჩევს.საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ოპოზიციას გამრავლების ტაბულაში მეცადინეობას ურჩევს.


მისი თქმით, სენაკის საკრებულოს 16-ვე წევრს ოპოზიციიდან არითმეტიკაში ორიანი ჰყავს.


"როგორც ჩანს, ამ ადამიანებს იმდენად უნდათ თანამდებობები გადაინაწილონ, ელემენტარული არითმეტიკაც დაავიწყდათ. სინამდვილეში ძალიან უხერხულია, როცა გაქვს იმის ამბიცია, რომ მუნიციპალიტეტისთვის რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეგიძლია და ამ დროს 16- ვე წევრს გამრავლების ტაბულაში ყავთ ორიანი. საზოგადოებამ ნახა, რომ ართმეტიკა არათუ არ იციან, პირველი კლასის მასალას ვერ ფლობენ, მათთვის 16 მეტია 17- ზე და 16 არის უმრავლესობა,"- განაცხადა იონათამიშვილმა.


რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ "ქართული ოცნება" საბოტაჟს ეწევა, როცა საკრებულოს სხდომებზე არ მიდის, იონათამიშვილი აცხადებს, რომ "მათ ჯერ გამრავლების ტაბულაში უნდა იმეცადინონ, სანამ ხელს ვინმესკენ გაიშვერენ."


ცნობისათვის, მამუკა მდინარძის განცხადებით, სენაკში 33 წევრიან საკრებულოში, ოპოზიციამ 16 დეპუტატით გახსნა სხდომა. საპასუხოდ, "ნაციონალურ მოძრაობაში" "ქართული ოცნება" საბოტაჟის მცდელობაში დაადანაშაულეს. ანა წითლიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები განგებ არ ესწრებიან სხდომებს, რომ საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარის არჩევა შეაფერხონ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930