გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთავრობის სტრატკომი: ზაზა თოდუა არ არის პრემიერის დაცვის უფროსი, "ტვ პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს

13-02-2022

"ტელეკომპანია "ტვ პირველი" აგრძელებს დეზინფორმაციულ კამპანიას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მიზნით, - ამის შესახებ მთავრობის სტრატკომის განცხადებაშია ნათქვამი.


"დღეს აღნიშნულმა ტელეკომპანიამ გაავრცელა მორიგი ფეიკ ნიუსი, რომლის მიხედვით პრემიერ-მინისტრმა საჯარო სამსახურში დაასაქმა თითქოსდა მისი დაცვის უფროსის- ზაზა თოდუას ოჯახის წევრები. გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ზაზა თოდუა არ არის პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსი და აღარ მუშაობს ირაკლი ღარიბაშვილთან 2016 წლიდან.  ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - აღნიშნულია მთავრობის სტრატკომის განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930