გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაჟა მენაბდე: მთავრობის მიერ დანონსებული საპროცენტო განაკვეთები ე.წ. საპენსიო სესხებზე 2023 წლამდე არ შეიცვლება

16-02-2022

მთავრობის მიერ დანონსებული საპროცენტო განაკვეთები ე.წ. საპენსიო სესხებზე, 2023 წლამდე არ შეიცვლება" - "ლიბერთი ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი, ვაჟა მენაბდე განმარტავს, რომ ე.წ. საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული ცვლილებები ძალაში 2023 წლიდან შევა.


"ტენდერში გამარჯვებული ლიბერთი იქნება თუ სხვა ბანკი, იმ პირობით მოახდენს მომსახურებას, რაც კომისიის მიერ შედგენილ სატენდერო პირობებში ქინება ჩადებული.


ჩვენ ახლა ვსაუბრობთ არა მიმდინარე ეტაპზე სესხების გაცემის მდგომარეობაზე, არამედ ახალი ტენდერის შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი, რომელიც ტენდერის პირობებში ჩამოყალიბდება, ძალაში შევა 2023 წლის იანვრიდან" - განაცხადა ვაჟა მენაბდემ.


შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ე.წ. საპენსიო სესხის განაკვეთი 26%-მდე შემცირდება, პენსიის გაცემის მომსახურებაში კი სახელმწიფო ყოველწლიურად 15 მილიონს გადაიხდის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930