გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკავაძე: პრემიერობის კანდიდატად განიხილება როგორც მამუკა ბახტაძე, ასევე გიორგი გახარია

14-06-2018

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალკავაძის განცახდებით, მმართველი გუნდისთვის პრემიერის კანდიდატის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი კანდიდატის ეკონომიკური განათლება და ეკონომიკის სფეროში საქმიანობის გამოცდილება იქნება.
მისივე თქმით, კანდიდატად განიხილება როგორც მამუკა ბახტაძე, ასევე გიორგი გახარია.
ამის შესახებ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ შტაბში მმართველი გუნდის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„განიხილება მამუკა ბახტაძის კანდიდატურა. საბოლოო გადაწყვეტილებას უმრავლესობის სხდომის დასრულებისთანავე გაგაცნობთ. ჩვენთვის ამოსავალი კრიტერიუმები, პირველ რიგში, ის არის, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს ჰქონდეს ეკონომიკური განათლება, ეკონომიკის სფეროში საქმიანობის გამოცდილება. 
ბიძინა ივანიშვილის რაც შეეხება, ეს იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის ვარაუდი და ამ შემთხვევაშიც მისი პოლიტიკური პროგნოზი მცდარია.
მნიშვნელოვანია, რომ შევთანხმდეთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურასთან დაკავშირებით და შემდეგ გუნდი მასთან ერთად გააგრძელებს კონსულტაციებს მთავრობის კაბინეტთან დაკავშირებით.
გიორგი გახარიაც არის ადამიანი, რომელიც განიხილება პრემიერობის კანდიდატად“- განაცხადა თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930