16-02-2022
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს 2022 წლის გამოცდებთან დაკავშირებით დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ელექტრონულ ფორმატში საინფორმაციო შეხვედრების გამართვას.
17 თებერვალს, 12:30 საათიდან 13:30-საათამდე აბიტურიენტების კითხვებს უპასუხებს და 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე.
შეხვედრა ტრადიციულად Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. შეხვედრისთვის განკუთვნილი ბმულის ნახვა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე.
აბიტურიენტთა ინფორმირებულობის მიზნით ღია კარის დღეებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დეკემბრის თვიდან მართავს. შემდეგი ღია კარის დღის შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge მომდევნო კვირის დასაწყისში განთავსდება.
16-11-2024
16-11-2024