16-02-2022
რუსთავისა და ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩიეს.
131 საუბნო საარჩევნო კომისიაში არსებულ 1048 ვაკანტურ ადგილზე სულ დარეგისტრირდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის 1206 მსურველის განაცხადი. მათგან 54-მა კონკურსანტმა არჩევის პროცესში ვერ მიიღო მონაწილეობა, რადგან ბოლო საერთო არჩევნებზე ისინი იყვნენ პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრები, რაც საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით აკრძალულია.
მნიშვნელოვანია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების არჩეული წევრებიდან:
13 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის 1 წევრი;
12 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის 108 წევრი;
11 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის 2 წევრი;
10 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის 69 წევრი;
9 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის 867 წევრი.
საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები და არჩევის პროცესი საჯაროობის პრინციპის დაცვით ჩატარდა და ღია იყო ყველა უფლებამოსილი პირისთვის. №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომას, ასევე ესწრებოდა ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დამკვირვებელი.
საოლქო საარჩევნო კომისიებმა წელსაც გაითვალისწინეს ცესკოს რეკომენდაციები და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევისას, გარდა კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებისა, ცესკოს მიერ შემუშავებული სხვა რეკომენდაციებიც გაითვალისწინეს, მათ შორის კონკურსანტთა პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში მიუკერძოებელი საქმიანობა, ასევე ჩართულობა საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში.
კონკურსანტების ნაწილთან, რომელთაც განაცხადეს თანხმობა, ჩატარდა გასაუბრება. არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიდან არცერთს არ უფიქსირდება ბოლო 1 წლის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობისას დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და 2012 წლიდან, ბოლო 8 საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 988 პირს, რაც საერთო რაოდენობის 94.36%-ია.
ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დიდი ნაწილი ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილეა. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის ახლად არჩეული წევრებიდან 538 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილეა, 17 – „საარჩევნო განვითარების სკოლების“, ხოლო 1 - „ახალგაზრდული ბანაკების“ კურსდამთავრებული.
აღსანიშნავია, რომ სწორედ საუბნო საარჩევნო კომისიებში გამოცხადებული კონკურსისთვის ცესკომ საპილოტე რეჟიმში აამოქმედა ახალი ელექტრონული პლატფორმა განაცხადების წარდგენის მიზნით. ცესკოს ამ ტექნოლოგიური სიახლით ისარგებლა 478-მა პირმა.
ასევე შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავის 84 და გარდაბნის 33 უბანზე აირჩევენ, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარს 14 საარჩევნო უბანზე.
16-11-2024
16-11-2024