გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სარფში 84 272 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

16-02-2022

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილების, საბაჟო კონტროლის ფარგლებში განხორციელებული დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 745,62 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.


საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 84 272, 49 ლარი შეადგინა.


საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30