გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილმა ბაკურიანში Forbes - ის, BBC - ის, The New York Times - ის და სხვა ცნობილი უცხოური გამოცემების ჟურნალისტებს უმასპინძლა

17-02-2022

მაღალრეიტინგული საერთაშორისო მედიასაშუალებების წარმომადგენლების მედიატური საქართველოში გრძელდება -  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  თბილისისა და მცხეთის შემდეგ  მათ სამცხე-ჯავახეთში უმასპინძლა. ბრიტანეთის, გერმანიის, აშშ-ს, ესპანეთისა და ისრაელის მედიის 7 წარმომადგენელი  ბორჯომსა და ბაკურიანს ეწვია. 


სამთო-სათხილამურო კურორტზე, კერძოდ, ბაკურიანში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა უმასპინძლა. მედიატურის მონაწილე ჟურნალისტებმა  ბაკურიანში სათხილამურო ტრასებზე ისრიალეს.  


ტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ასევე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში ყველის ფერმა დაათვალიერეს და მესხური ყველი დააგემოვნეს. ტურის მონაწილეებმა 300-წლიანი მესხური სახლი მოინახულეს, სადაც ადგილობრივი კერძების მასტერკლასი გაიმართა. 


სამცხე-ჯავახეთის მონახულების შემდეგ უცხოელი ჟურნალისტები იმერეთს ეწვევიან. 


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული  ცნობილი ჟურნალისტები სტატიებს ამზადებენ შემდეგი გამოცემებისათვის:  "The New York Times", BBC"-ის, "Forbes", Independent", Dazed Magazine, "Marie Claire", "Sunday Times" და  "Sueddeutsche".სტატიები  საქართველოს სამთო-სათხილამურო და გამაჯანსაღებელი კურორტების, კულტურის, ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესახებ დაიწერება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930