14-06-2018
მმართველი გუნდის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, მართალია მამუკა ბახტაძეს მთავრობაში მუშაობის დიდხნიანი გამოცდილება არ აქვს, თუმცა მისი მინისტრობისას აშკარა გახდა რომ კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს.
მისივე თქმით, საჭიროა ისეთი ადამიანი, რომელიც თავისუფალია წარსულის კლიშეებისგან.
„ახალი თაობის ლიდერი მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს საქართველოს მთავრობას და ის იქნება მეოთხე პრემიერ-მინისტრი.
მას არ აქვს მთავრობაში მუშაობის დიდხნიანი გამოცდილება, რამდენიმე თვის მინისტრია, თუმცა ამ რამდენიმეთვიანი მინისტრობისას დაამტკიცა, რომ კარგი თანამშრომელი იყო და სამინისტროს შიგნითაც, მთავრობაშიც და პარლამენტთან ურთიერთობაში, ანუ ამ ადამიანს კომუნიკაცია არ უჭირს. მართალია არაა გამოცდილი, მაგრამ იქნებ სიახლეა საჭირო, იქნებ სწორედაც რომ ისეთია ადამიანი საჭირო მამუკას სახით, რომელიც თავისუფალია წარსული კლიშეებისგან“- განაცხადა ქუცნაშვილმა.