გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება

18-02-2022

კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი პროგრამა 2022 წლის თებერვლის თვეშიც გრძელდება, ამჯერად ვაქცინაცია ონის მუნიციპალიტეტის წედისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ქვედში ჩატარდა. 


ამჯერად აიცრა 10 ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომელთაგან პირველადი აცრა ჩაიტარა ოთხმა მოქალაქემ, ხოლო "ბუსტერ" დოზით აიცრა 6 პირი.


იმუნიზაციის პროცესი ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრაფიკის მიხედვით მომავალშიც გაგრძელდება. 


შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, წამახალისებელი პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, იმ შემთხვევაში, თუ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრებიან, ერთჯერადად 200 ლარიან დანამატს, ხოლო "ბუსტერ" დოზით აცრის შემთხვევაში - 100 ლარიან დანამატს მიიღებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930