გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

23-02-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რუსლან აბაშიძეს შეხვდა.


სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომელსაც სამინისტრო ოკუპირებულ რეგიონებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ახორციელებს.


„ბუნებრივია, მე მაქვს ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება აფხაზეთთან და დევნილებთან. სამინისტრო მუდმივად თანამშრომლობს აფხაზეთის მთავრობასთან, ვმუშაობთ მხარდამჭერ პროგრამებსა და პროექტებზე, რომელიც დევნილთა აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს და მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის განვითარების სააგენტოს იმ პროგრამებს, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისათვის დამატებით შეღავათებს ითვალისწინებს და 10%-ით მეტ თანადაფინანსებას გულისხმობს.


აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს მხარდაჭერისთვის.


შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930