გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი ახალი მიმართულებით იწყებს ოპერირებას

23-02-2022

თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი ფრენების განხორციელებას ახალი მიმართულებით იწყებს. კერძოდ, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, რეგულარული რეისები იზმირი - თბილისი - იზმირის საჰაერო ხაზზე შესრულდება.
 
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები იზმირსა და თბილისს შორის 4 მაისიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ  ოთხშაბათს და კვირას განხორციელდება.
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ,  ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 2022 წლის 22 თებერვალს მიენიჭა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031