გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის პირობებს გაეცნენ

23-02-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან წითელაშვილი და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რომან ბუღაძე საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ონლაინ ფორმატში შეხვდნენ და გააცნეს ახალი პროგრამა, რომლის საშუალებითაც 2022 წლის 1-ლი მარტიდან ის მეწარმე სუბიექტები, ვისაც ექნებათ საგადასახადო დავალიანება 50 000 ლარი და მეტი (და ფლობენ არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსს), სპეციალური წესის სტატუსის გამოყენებით, ავტომატურ რეჟიმში შეძლებენ ანგარიშ-ფაქტურების გაცემას.


საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის მიხედვით, მოსარგებლე პირების მიერ, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, დღგ-ის ჩათვლა განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შემდეგ, შესაბამისი ოდენობის დღგ-ის თანხა აისახება ბიუჯეტში. ასევე, ინიციატივის თანახმად, საქონლის/მომსახურების მიმწოდებელ პირს არ ეზღუდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დღგ-ის თანხის ჩათვლა.


სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, კომპანიის წარმომადგენლებს, აღნიშნული ცვლილებების შესახებ მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარადგინეს და უპასუხეს დასმულ შეკითხვებს. 


აღნიშნული სიახლის შესახებ გადასახადის გადამხდელებთან საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებშიც გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930