გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯო ბაიდენი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს აანონსებს

24-02-2022

ამერიკის შეერეთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაწესდება.


ამის შესახებ ბაიდენი სოციალურ ქსელში წერს.


„ვგმობ რუსეთის სამხედრო ძალების ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა.


მე უკრაინის პრეზიდენტს მივაწოდე ინფორმაცია იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც ვდგამთ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დასაგმობად, მათ შორის, დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოში.


ზელენსკიმ მთხოვა, დავურეკო მსოფლიო ლიდერებს და მკაფიოდ ვისაუბრო პრეზიდენტ პუტინის აშკარა აგრესიის წინააღმდეგ და გვერდში დავუდგე უკრაინელ ხალხს. ხვალ მე შევხვდები დიდი შვიდეულის ლიდერებს. აშშ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები დააწესებენ მკაცრ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასა და დახმარებას“, - წერს ჯო ბაიდენი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30