გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივნისი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს საგარეო უწყება: მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს

24-02-2022

უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ღრმად ვართ შეშფოთებულნი უკრაინაში განვითარებული მოვლენებით. რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე გაეროს ქარტიის და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, რასაც მძიმე შედეგები ექნება არამარტო უკრაინისთვის არამედ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისათვის.


მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს.


მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას მიიღოს ყველა ზომა ვითარების დეესკალაციისა და ძალადობის შესაჩერებლად" - ნათქვამია განცხადებაში.


უკრაინაში სამხედრო მოქმედებები დღეს გამთენიისას დაიწყო. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30