24-02-2022
რადიკალური ოპოზიციის, რომელიც წარმოადგენს მეხუთე კოლონას საქართველოში 2008 წლიდან დღემდე, პირდაპირი ამოცანაა საქართველოსკენ გადმოვიდეს მეტი ყურადღება, შეიქმნას პროვოკაციული ფონი და ჩვენმა ქვეყანამაც არა პრაგმატული, არამედ ემოციური გადაწყვეტილებები მიიღოს და გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვას უკრაინის მიმართ რუსეთის ღია სამხედრო აგრესიის საკითხზე იმ ხალხის მიერ შემოთავაზებულ შოუში, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში საკუთარი ქვეყანა და სამხედრო ძალები ომის დაწყებაში და ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში დაადანაშაულეს, მონაწილეობას არ ვაპირებთ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
გივი მიქანაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის, რომელიც წარმოადგენს მეხუთე კოლონას საქართველოში 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე, პირდაპირი ამოცანაა საქართველოსკენ გადმოვიდეს მეტი ყურადღება, შეიქმნას პროვოკაციული ფონი და ჩვენმა ქვეყანამაც არა პრაგმატული, არამედ ემოციური გადაწყვეტილებები მიიღოს და გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვას.
მისივე თქმით საქართველო მოქმედებს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციის პირობებში, მხარს უჭერს მეგობარ უკრაინას და უკრაინელ ხალხს. მოცემულ სიტუაციაში ნამდვილად არ არის ნაცმოძრაობის წარმომადგენლების ყალბ ემოციებზე და მათ პოპულიზმზე აყოლის დრო.
„როგორც მოგეხსენებათ, ხვალ პარლამენტის 41 დეპუტატის ინიციატივით, რომელთაგან დიდი უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის" წევრია, მოწვეული იქნა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა.
ყოველგვარი მინიშნებების გარეშე, პირდაპირ გვინდა განვაცხადოთ, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის ღია სამხედრო აგრესიის საკითხზე იმ ხალხის მიერ შემოთავაზებულ შოუში, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში საკუთარი ქვეყანა და სამხედრო ძალები ომის დაწყებაში და ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში დაადანაშაულეს, მონაწილეობას არ ვაპირებთ.
აქვე დავძენთ, რომ სხდომის გამართვის საჭიროება ამ ეტაპზე ობიექტურადაც არ არსებობს. იმაზე ყურადღების გამახვილებაც კი არ ღირს, რომ მათ დღის წესრიგში შესატანი ორი საკითხიდან ვერცერთი მოარგეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ნორმებს.
საქართველო მოქმედებს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციის პირობებში, მხარს უჭერს მეგობარ უკრაინას და უკრაინელ ხალხს. მოცემულ სიტუაციაში ნამდვილად არ არის ნაცმოძრაობის წარმომადგენლების ყალბ ემოციებზე და მათ პოპულიზმზე აყოლის დრო.
იკვეთება, რომ რადიკალური ოპოზიციის, რომელიც წარმოადგენს მეხუთე კოლონას საქართველოში 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე, პირდაპირი ამოცანაა საქართველოსკენ გადმოვიდეს მეტი ყურადღება, შეიქმნას პროვოკაციული ფონი და ჩვენმა ქვეყანამაც არა პრაგმატული, არამედ ემოციური გადაწყვეტილებები მიიღოს და გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვას.
ჩვენი ამოცანა კი პირიქით, პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება, ჩვენი ქვეყნის, უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესების და ეკონომიკის დაცვაა. ამავე დროს ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს, უკრაინას, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ქვეყნის ყველა პირველი პირი მკაფიო შეფასებებითა და განცხადებებით გამოეხმაურა რუსეთის ღია სამხედრო აგრესიას უკრაინაში; პარლამენტმა, მეორემ მსოფლიოში, მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია; მთავრობა მუშაობს ჰუმანიტარული დახმარების დეტალებზე; პარლამენტის საგარეო კომიტეტი ამზადებს კიდევ ერთ მხარდამჭერ განცხადებას. რაც შეეხება ხვალინდელ სხდომას და ნაცმოძრაობას, ჩვენ არ ვაპირებთ მათ პოპულიზმში თუ თავისი მავნებლობების ჩამორეცხვის კამპანიაში და მათ დღისწესრიგში ჩართვას.
შესაბამისად, ჩვენი ფრაქცია ამაში მონაწილეობას არ მიიღებს, რის გამოც ხვალინდელი სხდომა, რომელიც მხოლოდ ნაცმოძრაობის პოპულისტურ და მავნებლურ მიზნებს და არა უკრაინის მხარდაჭერას ემსახურება, არ და ვერ გაიმართება.
ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორებთან აქტიურ კომუნიკაციას. კიდევ ერთხელ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას, მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და უკრაინელ ხალხს“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.
16-11-2024
16-11-2024