გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზელენსკი: ჩვენ მარტო დავრჩით!

25-02-2022

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა საკუთარი სახელმწიფოს დასაცავად მარტო დარჩა.


როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, მან დღეს ევროპის 27 ლიდერს ჰკითხა, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.


"პირდაპირ ვკითხე მათ, ყველას ეშინია, არ მპასუხობენ - ჩვენ არ გვეშინია, არაფრის გვეშინია.


მადლობა თითოეულ სახელმწიფოს, რომელიც არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტულად გვეხმარება კონკრეტულად, თუმცა უნდა ვთქვა, რომ  ჩვენ მარტო დავრჩით ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად“, - აცხადებს ზელენსკი.


რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია გუშინ, გამთენიისას დაიწყო, რის შემდეგაც ზელენსკიმ ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930