გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
როგორ შეიცვალა გიორგი კვირიკაშვილის ქონება მინისტრობიდან პრემიერობამდე

15-06-2018

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 13 ივნისს გააკეთა. მის გადადგომასთან ერთად კი, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება. უკვე ცნობილია კანდიდატი, ვინც პრემიერს პოსტზე კვირიკაშვილს შეცვლის და ის ფინანასთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძეა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერობის კანდიდატად გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ დაასახელა. 

რაც შეეხება ისევ კვირიკაშვილს, ის პრემიერობამდე, 2012 წლის ოქტომბრიდან ჯერ ეკონომიკის და მერე საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. პარალელურად იყო ასევე ვიცე-პრემიერიც. 2015 წლის 30 დეკემბრიდან კი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. 

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ შეიცვალა ამ პერიოდში აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქონება. 2012 წლის 25 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, კვირკაშვილი ფლობდა 190 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლსა და 34 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში; ასევე დედაქალაქში მდებარე 432 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს და დუშეთში, 250 კვადრატული მეტრის საცხოვრებელ სახლსა და 3 450 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს. 

მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 515 ლარი (დებეტი); 1 760 დოლარი (დებეტი); 5 117 ლარი (კრედიტი) და 20 300 (კრედიტი); ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 5 500 დოლარი ჰქონდა. ამასთან, როგორც 

2012 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, მისმა წინა წლის შემოსავალმა „ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 111 020 ლარი შეადგინა. 

მაშინ კვირიკაშვილს დეკლარაციის შევსების მომენტში 20 000 დოლარის სესხი ჰქონდა, რომლის შედეგადაც მისმა წლიურმა გასავალმა 20 850 დოლარი შეადგინა. ამასთან, მასვე სწავლის საფასურის სახით 7 000 ათას ლარიანი გასავალი ჰქონდა. 

რაც შეეხება კვირიკაშვილის ბოლო, 2018 წლის 31 იანვარს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციას, მისი უძრავი ქონება არ შეცვლილა, თუმცა, შეცვლილია საკუთრების ფართობი. კერძოდ, დეკლარაციის მიხედვით, კვირიკაშვილი ფლობს 217,31 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლსა და 34 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში; ასევე 433 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს დედაქალაქში და დუშეთში მდებარე 243,8 კვ. მეტრის აგარაკსა და 3 475 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დუშეთში.

მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 4 686,41 ლარი; 2 733,63 დოლარი; 6,37 დოლარი; 0,92 ევრო; 3 018,49 ლარი ჰქონდა. პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისმა 2017 წლის შემოსავალმა კი 51 000 ლარი შეადგინა. 

ბოლო დეკლარაციის შევსების მომენტში კვირიკაშვილს 173 500 დოლარის იპოთეკური სესხი ჰქონდა, რომლის შედეგად მისმა წინა წლის გასავალმა 19 745,79 დოლარი შეადგინა. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, 2017 წელს კვირიკაშვილმა მამისგან საჩუქრის სახით 50 000 დოლარი მიიღო. მისმა გასავალმა კი ტექნიკის ღირებულების სახით, 2 120 ლარი და 1 998,99 ლარი შეადგინა. 

გარდა ამისა, მიმდინარე წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კვირკაშვილის მეუღლეს საბანკო ანგარიშზე 302,84 ლარი და 30 000 დოლარი ჰქონდა. მისმა გასავალმა კი შვილების სწავლის გადასახადის სახით - 3620 ლარი; 3000 ლარი; 1200 ლარი; ავეჯის ღირებულების სახით კი - 19 784 ლარი შეადგინა. 

ამასთან, პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი შვილის შემოსავალმა „EY საქართველოს“ აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლად მუშაობისას 2017 წლის იანვარ-თებერვალში 2 111,25 ლარი; მარტ-დეკემბრის პერიოდში კი „საქართველოს ბანკის“ საინვესტიციო ოფიცრობისას 19 700 ლარი შეადგინა. მასვე სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 125,25 ლარი; 0,8 ლარი; 143,82 ლარი; 0,85 ევრო; 328,69 დოლარი; 1 610,59 ლარი ჰქონდა. ამასთან, მისმა გასავალმა სწავლის გადასახადის სახით წინა წელს 1 100 დოლარი შეადგინა. 


bpn

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930