გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატებმა უკრაინის მოქალაქეები მოინახულეს

25-02-2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, დეპუტატებთან ერთად, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები მოინახულა.


უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მიზეზით შეწყვეტილო საჰაერო  ფრენების გამო, საქართველოში ეკლესია-მონასტრებისა და სიწმინდეების მოსალოცად ჩამოსული უკრაინელი მომლოცველები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. 


მათი სასტუმროში განთავსება საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო.


შალვა პაპუაშვილი, ლევან იოსელიანი, მაკა ბოჭორიშვილი და გივი მიქანაძე ჯგუფის წევრებს უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ესაუბრნენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.


დეპუტატებმა სტუმრებს, საქართველოს პარლამენტის სახელით საჩუქრები გადასცეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30