გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: იანვარში 18%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ამ ტემპს შენარჩუნება სჭირდება და ახლა არ არის აქ დრო, გარკვეულ რადიკალებს და მარგინალებს მივცეთ დესტაბილიზაციის საშუალება

28-02-2022

იანვრის თვეში 18%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს,-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 


პრემიერის თქმით, წელი დაიწყო ძალიან კარგად და ამ ტემპს სჭირდება შენარჩუნება. 


„წელი დავიწყეთ ძალიან კარგად, ძალიან ძლიერად. ამ ტრენდს, ამ ტემპს სჭირდება შენარჩუნება. ამიტომ, ახლა არ არის აქ დრო იმისა, რომ გარკვეულ ოპოზიციურ რადიკალებს და  მარგინალებს მივცეთ დესტაბილიზაციის საშუალება, პირიქით, უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის მშენებლობა, შენება და მშვიდად ვმართოთ პროცესი. მჯერა, საერთაშორისო თანამეგობრობა მიაღწევს იმას, რომ უკრაინაში დასრულდება ომი, ეს ტრაგედია და მხარეები მოილაპარაკებენ უახლოეს დღეებში", -  აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930