გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 28, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის მერია უკრაინელი ხალხისათვის ჰუმანიტარულ აქციას იწყებს

28-02-2022

კასპის მუნიციპალიტეტი მოძმე უკრაინელი ხალხისათვის ჰუმანიტარული დახმარების აქციას იწყებს. 


მერიის პრესსამსახურის ინფორმაცით, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფინანსები მოხმარდება განსაცდელის წინაშე მდგომ უკრაინელთა ოჯახებს.


მუნიციპალიტეტის მერია აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესექტორს და მოქალაქეებს. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას კასპის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს. ტვირთის დასაწყობებისთვის ფართი გამოყოფილია კასპის სპორტკომპლექსის მრგვალ დარბაზში, რომლის მიღებაც შესაძლებელია 1-ლი მარტიდან ყოველდღე 10:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით.


მისამართი: კასპი, სააკაძის ქუჩა #38.


კომუნიკაციისა და ინფორმაციისათვის საკონტაქტო ტელეფონები: 599 95 29 13; 599 85 74 24;

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031