გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
QNET-ის უკან ეკა ბესელიას ოჯახი დგას - გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის სკანდალური დასკვნა

17-06-2018

გამომძიებელმა ჟურნალისტთა ჯგუფმა IFACT-მა დაადგინა, რომ ქსელური მარკეტინგის კომპანია QNET-ის უკან “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას ოჯახი დგას. QNET-ის ქსელში საქართველოში ათასობით ადამიანია გაწევრიანებული, მათმა ნაწილმა კომპანიაში ფული ჩადო და დაკარგა.


დოკუმენტების შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ეკა ბესელიას ძმა - სერგო ბესელიაა, დირექტორის პოსტს კი პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დის, ცირა ბესელიას მეუღლე - იასე ზაუტაშვილი იკავებს.


დეპუტატმა, ეკა ბესელია ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრებს QNET-თან შეხება არ აქვთ.


თუმცა ირკვევა, რომ QNET-ის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოში მათ წარმომადგენლად თბილისში გამრეკელის ქუჩა 19-ში მდებარე „შპს დრიმლაინია“ მითითებული. საჯარო რეესტრის მონაცემებით კი, კომპანია „დრიმლაინის“ 100 პროცენტიანი წილის მფლობელი ეკა ბესელიას ძმა - სერგო ბესელიაა, დირექტორი კი დეპუტატის დის ქმარი - იასე ზაუტაშვილი. ზაუტაშვილი „კურიერთან“ ადასტურებს, რომ მისი კომპანია QNET-ის წარმომადგენელია.

ეკა ბესელიას ოჯახის კუთვნილი კომპანია „დრიმლაინი“, რომელიც QNET-ის ოფიციალური წარმომადგენელია, ეკა ბესელიას ოფისშია განთავსებული.

QNET-ის აგენტები, ვინც კომპანიაში ფული ჩადო და შემოსავალს ელოდება, სატელევიზიო კამერის წინ კომენტარს არ აკეთებენ, ამიტომ „კურიერი“ ერთ მოქალაქეს ესაუბრა, რომელიც ტელეფონით ყვება იმ ფსიქოლოგიურ წნეხზე, რასაც ხალხი QNET-ის ოფისში განიცდის.


QNET ყიდის, მაგალითად, აურის გამწმენდ ქვას, რომლის ფასიც 1000 ლარზე მეტია. „კურიერის“ არქივში ინახება კომპანიის წარმომადგენლის ინტერვიუ, რომელიც თავად ადასტურებს ქვებით ვაჭრობის ისტორიას.


„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი, გიორგი კეპულაძე ამბობს თუ როგორ მუშაობს QNET და მისი წარმომადგენლობა „დრიმლაინი,“ რომელიც ეკა ბესელის ოჯახს ეკუთვნის. თავდაპირველად, მოქალაქე QNET-ის წევრი ხდება და პროდუქციაში ფულს იხდის, შემდეგ ამავე ქსელში თავისი ნაცნობები მიჰყავს და უკვე მათი მიერ გადახდილი თანხით თავად იღებს პროცენტს, რის შემდეგაც ქსელში ჩართული და დაზარალებული ადამიანების რიცხვი იზრდება. გიორგი კეპულაძე ამ სისტემას ფინანსურ თაღლითობას უწოდებს.


QNET მსოფლიოს რამდენი ქვეყნაში აკრძალულია. კანადამ ეს ქსელი ფინანსურ პირამიდად გამოცხადა.




rustavi2.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930